aWaris avtonomiuri respublika  
  
 
 

xulos municipaliteti
თვითმმართველი ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. ხულოს მუნიციპალიტეტს სამხრეთიდან ესაზღვრება თურქეთი (საზღვრის სიგრძე – 20 კმ), დასავლეთით - შუახევის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე – 60,5 კმ), ჩრდილო-დასავლეთით - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე – 1 კმ), ჩრდილოეთით - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე – 19,5 კმ), აღმოსავლეთით - ადიგენის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე – 28,8 კმ).

buneba

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთაგორიანია. ვრცელდება ზღვის დონიდან 400-3007 მეტრის ფარგლებში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმართულია არსიანისა (მწვერვალი ყანლისმთა - 3007 მეტრი) და მესხეთის (მწვერვალი ზოტიმერია - 2646 მეტრი) ქედები და მათი განშტოებები. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,1 °C, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა – 1000–1200 მმ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის მთა-ტყისა და მთა-მდელოს ნიადაგები. ძირითადად გავრცელებულია ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეები. ფლორის წარმომადგენლებიდან გავრცელებულია სამეფო გვიმრა, ურთხელი, ქართული ნეკერჩხალი, არმაზის ნარჩიტა, წაბლი, მუხა, კაკლის ხე, კოლხური ყოჩივარდა, ფურისულა, ვერხვი, თელა და სხვა. მუნიციპალიტეტი მდიდარია ხილით და სამკურნალო მცენარეებით. ფაუნა წარმოდგენილია კავკასიური ირმით, კავკასიური მურა დათვით, ბეგობის არწივით, დურაჯით, კავკასიური შურთხით, მცირეაზიური ტრიტონითა და კავკასიური სალამანდრით.

მუნიციპალიტეტი მდიდარია სხვადასხვა ბუნებრივი რესურსებით: სასარგებლო წიაღისეულით (სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვები, გაქვავებული ხის მარაგი), მინერალური წყლებით (ხიხაძირის წყალი, დანისპარაულის წყალი, საანის წყალი, დიოკნისის წყალი და ა.შ).

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება მდინარეები: აჭარისწყალი, სხალთა, ღორჯომი, დიაკონიძეები. აქ მდებარეობს მწვანე ტბა.

istoria

p>ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ბათუმის ოლქში, 1924 წელს ჩამოყალიბდა ცალკე მაზრად და ეწოდა ხულას მაზრა, 1930 წლიდან — ხულას რაიონი, ხოლო 1940 წლიდან - ხულოს რაიონი. 1952 წელს გამოეყო შუახევის რაიონი, რომელიც 1963 წელს კვლავ შეუერთდა მას. 1965 წელს მას საბოლოოდ გამოეყო შუახევის რაიონი და ჩამოყალიბდა ამჟამინდელ საზღვრებში. 2006 წლიდან ეწოდება ხულოს მუნიციპალიტეტი.

mosaxleoba

წლები 1959 1970 1979 1989 1991 2000 2014 2016 2017 2018
მოსახლეობა 28 159 34 282 38 782 39 388 32 400 33 430 23 327 24 500 25 000 25 500

administraciuli erTeulebi

მუნიციპალიტეტში 79 დასახლებული პუნქტია: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ხულო და 78 სოფელი. ხულოს მუნიციპალიტეტი იყოფა 13 ტერიტორიულ ერთეულად: 1 სადაბო და 12 სასოფლო თემი.

1) დაბა ხულოს ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: დაბა ხულო.

2) აგარის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: აგარა.

3) ღორჯომის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: მინთაძეები, ღორჯომი, ლაბაიძეები, მერჩხეთი, ჭახაური, წინწკალაშვილები, სტეფანაშვილები, ქურდული, ახალი უბანი, ტუნაძეები, ვანაძეები, ვაშაყმაძეები, მეკეიძეები, მეხალაშვილები.

4) სხალთის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ჭერი, გურძაული, ფაჩხა, ყინჩაური, ძმაგულა, კვატია, წაბლანა, წაბლიანი (ყიშლა).

5) ფუშრუკაულის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ფუშრუკაული, ვერნები, რაქვთა, ოშანახევი, მახალაკური.

6) რიყეთის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: დანისპარაული, დიდი რიყეთი, შუასოფელი, რიყეთი, ბოძაური.

7) დიოკნისის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ღურტა, იაკობაძეები, ღორჯომელაძეები, დიოკნისი, მანიაკეთი, ტაბახმელა, ჯვარიქეთი, ბეღლეთი, გელაძეები, კორტოხი, პაქსაძეები.

8) დიდაჭარის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ბოღაური, გობაძეები, ირემაძეები, დიდაჭარა.

9) ვაშლოვნის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ზედა ვაშლოვანი, სხანდარა, შურმული, ქვედა ვაშლოვანი, თაგო, ჩაო.

10) დეკანაშვილების ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: დუაძეები, ოქრუაშვილები, უჩხო, გუდასახო, კურცხალი, განახლება, გოდგაძეები, დიაკონიძეები, ელელიძეები, დეკანაშვილები, ზ.დეკანაშვილები, ქედლები, თხილაძირი, ძირკვაძეები.

11) საციხურების ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: საციხური, ნამონასტრევი, გელაურა, პანტნარი.

12) ხიხაძირის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ახალშენი, ხიხაძირი, სკვანა, კალოთა, ნადაბური.

13) თხილვანის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ბაკო, ზედა თხილვანა, ქვემო თხილვანა, მთისუბანი.

ekonomika

მუნიციპალიტეტის ეკონომიკის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა, კერძოდ მეცხოველეობა (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება) და მემცენარეობა (მებოსტნეობა, კარტოფილის, მარცვლეული კულტურების წარმოება). ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო მნიშვნელობის გზების სიგრძეა – 52 კმ, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე – 211 კმ.

ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს მთის კლიმატური კურორტი ბეშუმი (ზღვის დონიდან 1850–1900 მ), მიმდინარეობს სამთო–სათხილამურო კურორტის მშენებლობა გოდერძის უღელტეხილზე (2025 მეტრი ზღვის დონიდან).

RirSesaniSnaobebi

 

xulos - soflebi

xulos - foto galerea

რეგიონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი ხულოს მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°38`40″ ჩ. გ. 42°18`50″ ა. გ.
ფართობი 710 კმ²
მოსახლეობა 23 327 (2014)
სიმჭიდროვე 32,85 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,0 %
თურქები 0,6 %
სარწმუნოებრივი შემადგენლობა
მუსლიმები 94,6 %
მართლმადიდებლები 4,1 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (423)
საფოსტო ინდექსი
6500
ოფიციალური საიტი https://khulo.gov.ge/


 

ხულოს გერბი სულოს დროშა

 

RirSesaniSnaobebi